ისტორიული დღეა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის – თურქეთიდან მატარებელი ჩინეთისკენ პირველად დაიძრა. საყოფაცხოვრებო პროდუქციით დატვირთული მატარებელი საქართველოსა და კიდევ ექვსი ქვეყნის გავლით, 12 დღეში დანიშნულების ადგილამდე მივა.
ცოტა ხნის წინ სატვირთო მატარებელმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და კარწახში გაჩერდა. 2007 წელს ხელმოწერილი პროექტი 2017 წელს დასრულდა, 2018 წელს კი ჩინეთიდან თურქეთისკენ მატარებლების მოძრაობა დაიწყო. რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთების გადაზიდვის დროს, აზიიდან ევროპისკენ და, პირიქით, მნიშვნელოვნად ამცირებს.
მარიამ ბერძენიშვილი განაგრძობს საუბარს.