ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს ვკითხეთ ვირუსის წარმომავლობის საკითხზეც, რომელიც ახლა ცალკეულ ქვეყნებს შორის მწვავე უთანხმოების საგანია. ასევე დავინტერესდით, ტესტირების რომელი მეთოდიკა ამართლებს დაავადების გავრცელების ტემპების შესამცირებლად – ტესტების ჩატარება მხოლოდ მიზნობრივ კატეგორიებში, თუ მასობრივად მთელ მოსახლეობაში. საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ, პიბოდი არ გამორიცხავს, რომ „კოვიდ-19“-ის ადრეული შემთხვევები, შესაძლოა, სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდებოდეს.
ქეთი ჩოხელი ესაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საშიშ პათოგენებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს.