ინტერვიუ ანგელა მერკელთან

ანგელა მერკელი განმარტავს, თუ რატომ იყო თავის დროზე წინააღმდეგი, უკრაინისა და საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გადაცემაზე.

„ვიცოდი, რომ პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი და საბოლოო ჯამში, შედეგი იყო უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას, – განაცხდა მერკელმა.

მისი თქმით, ის რაც დღეს უკრაინაში ხდება „ეს არის სასტიკი თავდასხმა, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და გამართლება არ აქვს. ჟურნალისტის კითხვაზე, შეეძლო თუ არა მეტი გაეკეთებინა ან სხვაგვარად ემოქმედა ომის პრევენციისთვის, მერკელი აღნიშნავს, რომ ის არ იდანაშაულებს თავს და „შეუძლებელი იყო უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურის შექმნა, რომელსაც ამის თავიდან აცილება შეეძლო“.