ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ძირითადად გაძვირებულია საფინანსო მომსახურება, ჰიგიენა, თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში ყველაზე მაღალი ინფლაცია 2021 წლის ბოლოსა და 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, ის 14 პროცენტი იყო.