ინფლაციის მაჩვენებელი

ივლისში წლიური ინფლაცია ისევ ორნიშნა მაჩვენებელზე რჩება და 11,5 პროცენტს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ღირებულება 16,4 პროცენტით გაიზარდა. ამ პერიოდში ყველაზე მეტად, 29 პროცენტით გაძვირდა პური და პურპროდუქტები, შაქარი 18 პროცენტით, ზეთი 17 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი ასევე 17 პროცენტით გაძვირდა. თევზეული 15 პროცენტით, ხილი 14 პროცენტით, ხოლო ხორცი და ხორცის პროდუქტები 13 პროცენტით. ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებლამდე მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევრიდან ელოდება.