ინფიცირების პირველი შემთხვევა კახეთში

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. ის ამჟამად ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მოკვლეულია ყველა კონტაქტი და ეს ადამიანები ყვარელში საკარანტინო სივრცეში ორკვირიან საინკუბაციო პერიოდს გაივლიან.