თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 22 წლის ლევან თოფაძე დაჭრეს. ის ამ წუთებში ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ცხელ კვალზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული ბუსა ჟვანია, რომელსაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ხეჩინაშვილის კლინიკასთან იმყოფება „მოამბის“ ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი – რა დეტალებია ცნობილი მომხდართან დაკავშირებით.