უბედური შემთხვევა ვაკის პარკში

13 წლის გოგონა, რომელსაც დღეს ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ხეჩინაშვილის კლინიკაში გაკეთდა. ექიმის თქმით, არასრულწლოვანი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას, ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს კი, ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა.