მაიმუნის ყვავილი ამ დრომდე ევროპის მასშტაბით მხოლოდ ერთ ქვეყანაში – შვედეთშია დადასტურებული. როგორც იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განმარტა, საქართველოში მისი გავრცელების მთავარი გზა აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობიდან დაბრუნებული ადამიანები შეიძლება იყვნენ, რის გამოც კონტროლი და სიფრთხილე აუცილებელია.
რაც შეეხება თავად ვირუსს, ის ძირითადად ინფიცირებულ ან სიმპტომების მქონე ადამიანთან ძალიან ახლო და ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში გადადის. მისი გავრცელება არ ხდება ჰაერწვეთოვანი გზით.