რაც შეეხება რუსეთის პოზიციას – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე და არანირი ვალდებულება არ ეკისრება. პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი თქვა, რომ საკითხის თავად ფორმულირებაა აღმაშფოთებელი.
ექსპერტები ამბობენ, ეს ძალიან კარგი სიგნალია რუსი მაღალჩინოსნებისთვის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი. ასევე ინდოეთიც, სადაც სექტემბერში დიდი ოცეულის სამიტია დაგეგმილი და კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინი აპირებს ჩასვლას. შესაბამისად, ინდოეთს არ ექნება ვალდებულება, მის ტერიტორიაზე მყოფი პუტინი დააკავოს.