გრიპის ვირუსით დაავადებულთა მიმართვიანობა იაშვილის კლინიკაში ბოლო პერიოდში არ გაზრდილა. კლინიკას დღეში საშუალოდ 60-80 პაციენტი მიმართავს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის განცხადებით, პაციენტთა უმეტესობას მკურნალობა სახლში უგრძელდება, რადგან რაიმე ტიპის გართულებას ადგილი არ აქვს.
ქუთაისში სეზონური გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა გაზრდილია, – ამის შესახებ კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფექციური დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს.
ამ დროისთვის კლინიკაში 70 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა რთულია, მაგრამ საგანგაშო არ არის. ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენისთანავე კლინიკებს მიმართონ.