გორის მუნიციპალიტეტში ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრო კომპლექსი ამოქმედდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი ახალი სამაცივრო კომპლექსი ამოქმედდა. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „აგროქართლი“, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად მილიონ შვიდასი ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
სამაცივრო კომპლექსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორთან ერთად გახსნა და საწარმოო პროცესს გაეცნო. სამაცივრო კომპლექსში წელიწადში 700 ხილისა და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი. დასაქმებულია ხუთი ადგილობრივი მცხოვრები, სეზონურად კი მათ ათი ადამიანი დაემატებათ.