რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება. გამოძიებას მასთან შეკითხვები თანხის შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აქვს. საქმის პროკურორის, პაპუნა კერესელიძის განცხადებით, გოჩა სვანიძე მოწმის სტატუსით იკითხება.
თავად გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხზე ხდება მისი გამოკითხვა. მისივე თქმით, გამორიცხულია, საქმე ფინანსურ გადაცდომებს ეხებოდეს.