შვეიცარიაში გლობალური მშვიდობის სამიტი მიმდინარეობს. ღონისძიების გახსნისას, უკრაინისა და შვეიცარიის პრეზიდენტებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სამიტი ისტორიას შექმნის. მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც ეს არაპროვოცირებული აგრესიული ომი სურს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია. სამიტის მასპინძელი შვეიცარიის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ უკრაინამ და რუსეთმა გარკვეულ მომენტში პირდაპირი მოლაპარაკებების წარმოება უნდა დაიწყონ და საერთაშორისო საზოგადოებამ ამისათვის ნიადაგი უნდა მოამზადოს.
გლობალური მშვიდობის მიმდინარე ორდღიან სამიტს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და წარმომადგენელი ესწრება. შვეიცარიაში ასევე იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების დელეგაციები.