გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ხუთი პირის პროცესი სასამართლოში. განხილვა დასკვნით ეტაპზეა მისული. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება გამომძიებელი და გამოიკვლევენ ვიდეომტკიცებულებას. 100 მოწმიდან დარჩენილია 18 მოწმე, რის შემდეგაც უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. სავარაუდოდ, თებერვალში ამ საქმეზე განაჩენი დადგება.