გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმე და ბრალდების მოწმეების გამოკითხვა – განზრახ მკვლელობის ეპიზოდის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გრძელდება. პროცესზე გიორგი შაქარაშვილის მეგობარს უსმენენ, რომელმაც გარდაცვლილს ჩანთა ათხოვა, ის ერთ-ერთი პირია, რომელიც გურამ ამირხანაშვილს ბოლოს ესაუბრა. შეკითხვებს სასამართლო დარბაზში დღეს ის ექსპერტიც უპასუხებს, რომელმაც ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა.