მდინარე არაგვში გადაგდებამდე, გიორგი შაქარაშვილი ან უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ან მოძრაობის უნარი შეზღუდული ჰქონდა: ამ დასკვნამდე მივიდნენ სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც დღეს კიდევ ერთი დასკვნა გაასაჯაროეს.
დოკუმენტში ავტორები ცდილობენ, პასუხი გასცენ გამოძიების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს, რომლებიც წყალში ჩაგდებამდე, არაგვის პირას განვითარებული მოვლენების დადგენას ეხება. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, ცხედარი წყალში სამი ან ოთხი დღის განმავლობაში იყო. თუმცა, დღეს გასაჯაროებულ დასკვნას განზრახ მკვლელობის ბრალდების დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნევს დაკავებულთა ადვოკატების ნაწილი. გახმაურებულ საქმეს დღეს მე-18 ბრალდებული დაემატა.