გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ბრალდებულთა დე-ენ-ემ-ის კვალი არ აღმოჩნდა. ჩატარებული ექსპერტიზის წინასწარი პასუხი დღეს გახდა ცნობილი. მდინარე არაგვთან აღმოჩენილ ჩანთაზე აღმოჩნდა მხოლოდ მისი მფლობელის, ასევე გიორგი შაქარაშვილის დე-ენ-ემ-ის კვალი და კიდევ ერთი, ჯერჯერობით უცნობი პირის ნიმუში. გამოძიება ახლა ცდილობს, დაადგინოს, ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ჩანთასთან შეხება ჰქონდა.
გიორგი კობერიძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.