გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდის განხილვა. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში უკვე ერთი საათია მიმდინარეობს.
მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. საუბარია არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო ბრალდება მათ ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. ადვოკატები ამბობენ, რომ გური ამირხანაშვილმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა და მისი ჩვენება, თითქოსდა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, სიმართლეს არ შეესაბამება.