შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა მოწმეების გამოკითხვა. უწყების შეკითხვებს განმეორებით 11 საათის განმავლობაში საქმეში ერთ-ერთი მოწმე, კოკო ღიბრაძე პასუხობდა. მანამდე სამინისტროში ანა გაბეჩავაც იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყება მან ექვსსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა. უწყების შეკითხვებს უპასუხა ასევე ორმა არასრულწლოვანმა, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ოთხი მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში. დაკავებულია 17 პირი, ისინი ბრალს არ აღიარებენ.