გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა ამ წუთებში უნდა განახლდეს. ეს იქნება ნაწილობრივ დისტანციური სხდომა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო დარბაზში მხოლოდ მხარეები ისხდებიან, თავად ბრალდებული კი პროცესში დისტანციურად, ვიდეოზარის მეშვეობით ჩაერთვება.
პროცესზე ბრალდების სამი მოწმე უნდა დაიკითხოს, რომლებიც ექსპერტ-კრიმინალისტები არიან. გიორგი რურუას ადვოკატები აცხადებენ, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ აქვს.