დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“ - გამოხმაურებები

გიორგი რურუა ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. რურუამ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში დაწერა, „არსებობს ეჭვი ვანო მერაბიშვილისა და რუსული სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ“. მისივე თქმით, ნიკა მელიას რეტროგრადი მოხელეები ებრძვიან. მანამდე კი გავრცელდა ფოტოები, სადაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის რეგიონებში შეხვედრებია ასახული. ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებსა და ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის ასარჩევად შიდასაარჩევნო კამპანია დაიწყო, ნიკა მელიას მხარდამჭერები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ მერაბიშვილი საარჩევნო პროცესებში ლევან ხაბეიშვილის სასარგებლოდ ერევა, რასაც ისინი ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებენ. მიმდინარე პროცესებს აფასებენ პოლიტიკოსები.