ოპოზიციის შეცვლილი სტრატეგია და მოლაპარაკების პერსპექტივა

ოპოზიციური პარტიები პროტესტის ფორმას ცვლიან. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რით ჩანაცვლდება სახელმწიფო შენობების პიკეტირების გეგმა. კონკრეტულად რა გზას აირჩევენ, ამაზე მსჯელობა დღესაც გაგრძელდება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს გზები აღარ გადაიკეტება.

ამ ეტაპზე ძალაში რჩება 13 მარტის აქცია. ამ დრომდე გაურკვეველია, თუ როგორ გაგრძელდება დიალოგი ხელისუფლებასა და მათ ოპონენტებს შორის შარლ მიშელის ჩართულობით გამართული შეხვედრის შემდეგ.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის დღის წესრიგში მთავარ თემებად ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება რჩება.