თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენას WINEXPO 2023 მასპინძლობს. საერთაშორისო გამოფენა კავკასიის რეგიონში, მეღვინეობის დარგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც დარგისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა აქტივობას აერთიანებს.
გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება ღვინის საერთაშორისო კონკურსი. მასში მონაწილე 250-მდე ღვინოს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს რვა კატეგორიაში, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოებს.
მარიამ ბერძენიშვილი დეტალებით.