ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოსა და „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად თავისუფლების მოედანზე „ცოცხალი ჯაჭვი“ შეკრეს. ღონისძიება საინფორმაციო კამპანიის „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ტრადიციულად ტარდება.
მისი მიზანი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და პაციენტთა მიმართ სოლიდარობის გამოხატვა იყო. „ვარდისფერი ოქტომბერი“ არის ყოველწლიური საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც 1985 წელს შეიქმნა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად, 1-დან 30 ოქტომბრამდე აღინიშნება.