ღია პარლამენტის დღე

ღია მმართველობის მეხუთე გლობალური სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტში ღია პარლამენტის დღე იმართება. ღონისძიებას 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. კონფერენციას ირაკლი კობახიძე გახსნის. Ⴑაქართველომ OGP -ის (ღია მმართველობის პარტნიორობის) თავმჯდომარეობის პერიოდში, ორი სამოქმედო გეგმა განახორციელა საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე. კონფერენციის ფარგლებში, შესრულებული სამუშაოების ანგარიშსაც მოისმენენ.