ღეროვანი უჯრედების დონორების ყველა კვლევას მერია დააფინანსებს – ტრანსპლანტაციის პროგრამა ფართოვდება. შედეგად შესაძლებელი იქნება დონორთა რეესტრის შექმნა და ძვლის ტვინის არანათესაური ღეროვანი უჯრედის გადანერგვა. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ღეროვანი უჯრედების მონაცემთა ბაზის არარსებობის გამო, ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებს დონორების მოსაძიებლად და ძვირადღირებული კვლევების ჩასატარებლად, უცხოეთში უწევდათ გამგზავრება.
მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რა კვლევებისა და პროცედურების გავლა მოუწევთ მოხალისეებს დონორობისთვის.