საქველმოქმედო განცხადება. საზოგადოების დახმარება ათი წლის ელენე მუშკუდიანს სჭირდება. ექიმებმა გოგონას მძიმე დიაგნოზი, მიელოიდური ლეიკემია დაუდგინეს. ჩატარდა ქიმიოთერაპიის ოთხი რთული კურსი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაავადება ისევ პროგრესირებს. ელენეს გადასარჩენად აუცილებელია ქიმიოთერაპიის კიდევ ორი კურსის გავლა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. აუცილებელია 112 800 ამერიკული დოლარის შეგროვება.
ოჯახი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს. ყველას, ვისაც ათი წლის ელენე მუშკუდიანის დახმარების შესაძლებლობა და სურვილი აქვს, თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეუძლია.