ღაზიდან დაშავებულები გადაიყვანეს

ღაზიდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში პირველი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც 15 დაშავებული ადამიანი გადაიყვანა. მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. თვითმფრინავი ეგვიპტის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრა და აბუ-დაბიში ჩაფრინდა. საავადმყოფოებში გადაყვანილი არიან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების მქონე ბავშვები.