გათავისუფლებული „აზოვის“ პოლკის მეთაურები

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული 215 მებრძოლი, რომელთა შორის „აზოვის” პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და უკრაინელი საზღვაო ქვეითების მეთაური, სერგეი ვოლინსკი არიან. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პროცესი თურქეთის პრეზიდენტის შუამავლობით წარიმართა. უკრაინელი მებრძოლების სანაცვლოდ, უკრაინელებმა ვიქტორ მედვედჩუკი გადასცეს მოსკოვს, რომელიც გავრცელებული ცნობით, 200 სამხედრო ტყვეზე გაცვალეს. ამასთან, გასულ დღეს, საუდის არაბეთის შუამავლობით, რუსებმა უკრაინელებთან ერთად, უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნის ათი მოქალაქეც გაათავისუფლეს, რომლებსაც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მათ შორის არიან აშშ-ის, ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები.