კორონავირუსით ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი ერთ დღეში. საქართველოში ეპიდვითარება კრიტიკულად მძიმეა. ვირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10,4 %. ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 298, აჭარაში – 877, იმერეთში – 789. კლინიკებში მაღალი მიმართვიანობის ფონზე, საწოლფონდი იწურება.
სპორტდარბაზებში მოწყობილი საველე ჰოსპიტლის სრულად აღჭურვა კი თითქმის დასრულებულია. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ექიმები, რომლებიც საველე ჰოსპიტალში პაციენტებს მოემსახურებიან, სრულად გადამზადებული არიან. ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში შემოდგომიდან, სავარაუდოდ, ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან გახდება შესაძლებელი.