აჭარაში კორონავირუსით მე-11 პაციენტი, 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღეა, ბათუმში, კლინიკა „მედალფაში”, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ექიმების თქმით, პაციენტს ინსულტი ჰქონდა გადატანილი და თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა. როგორც ცნობილია, 81 წლის კაცის მეუღლეც კორონავირუსით იყო ინფიცირებული და ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.