„ევროპული საქართველო“ საწვავის აქციზის გადასახადის შემცირებას ითხოვს. გიგა ბოკერიას თქმით, ფასის ზრდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. მისივე განცხადებით, კრიზისიდან გამოსავალი ლარის დასტაბილურებასა და აქციზის შემცირებაშია.