გამოფენა შანხაიში

შანხაიში საერთაშორისო იმპორტის უმსხვილეს გამოფენაში, „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით, ქართველი მეწარმეები მონაწილეობენ. ქართულ ბიზნესს რამდენიმე პავილიონში აქვს ადგილი დათმობილი, სადაც კომპანიები საკვებ და სასმელ პროდუქტებსა და საფეიქრო პროდუქციას წარმოადგენენ. ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს კი დამთვალიერებლები ცალკე პავილიონში ეცნობიან. გამოფენაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების საინფორმაციო სტენდია განთავსებული.