დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, ახალი შეზღუდვები მოქმედებს. ამ წუთიდან, დილის ხუთ საათამდე, უკვე იკრძალება ქუჩაში გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გაჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტი და იზღუდება მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანა, დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო, ჰიგიენისა და სააფთიაქო ქსელებისა. კვების ობიექტები და რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე მუშაობენ. მთავრობის მიერ დაწესებული ახალი რეგულაციები ორ თვესა და რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
თათია ტაბეშაძე გვიერთდება ახლა ღია ეთერში და გვეტყვის, როგორ სრულდებოდა დღეს რეგულაციები და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა აკრძალვებია დაწესებული ქვეყნის მასშტაბით.