ქობულეთში ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 22 ოქტომბერს ქობულეთში „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრის მიმდებარედ თავს დაესხა შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული – 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ის ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.