რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმას უახლოეს დღეებში გეგმავს, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინის გარშემო რუსეთს მობილიზებული ჰყავს 150 000-მდე სამხედრო. რუსეთი კი უკრაინაში შეჭრის გეგმას კატეგორიულად უარყოფს და დასავლეთს ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს.