საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე ფრირაიდის მსოფლიო ტური ჩატარდება – საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება საფრანგეთში გამართულ ფრირაიდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 სპორტსმენი იასპარეზებს. ხაზგასასმელია, რომ მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი. შეჯიბრება 2024 წლის მარტში ჩატარდება.