დაკარგული ტურისტები

მაშველებმა თეთნულდზე დაკარგული სამი ბელორუსი ტურისტიდან ერთის გადარჩენა შეძლეს. მისი მდგომარეობა მძიმეა. კიდევ ორი ტურისტი კი მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

„112“-ში 3 ტურისტი ქალის დაკარგვის შესახებ შეტყობინება გუშინ ღამით შევიდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საძიებო სამუშაოები სამაშველო ჯგუფმა დაუყოვნებლივ დაიწყო. ძებნის ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხილვადობის აღდგენისთანავე კი სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

როგორც ცნობილია, ტურისტების დიდი ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი მათგანი კი ჯგუფის წინ წავიდა და დაიკარგა.