გარდაცვლილი ტურისტები

მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე დაშავებული შუახნის ქალის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მესტიის საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, 55 წლის ქალი დამოუკიდებლად სუნთქავს, გონზეა და კონტაქტურია. მას მრავლობითი ჭრილობა და მოტეხილობა აღენიშნება.

მაშველები სამ დაკარგულ ბელარუს ქალს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. ორი მათგანი სამაშველო სამსახურს გარდაცვლილი დახვდა. როგორც ცნობილია, ტურისტების დიდი ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკში ბრუნდებოდა, სამი მათგანი კი ჯგუფის წინ წავიდა და ხევში გადავარდა.