ფილმი ფილმზე - „ქრისტინე“
ფილმში ასახულია პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “ქრისტინეს” გადაღების ისტორია.
მოთხრობილია ფილმის რეჟისორის, ალექსანდრე წუწუნავას და პირველი ქართველი პროდიუსერის, გერმანე გოგიტიძის შესახებ.
ასევე, ნაჩვენებია საქართველოში გამართული პირველი კინოჩვენების და, ზოგადად, ქვეყანაში კინემატოგრაფიულ საწყისებთან დაკავშირებული საინტერესო დეტალები.
სცენარის ავტორი: მანანა ხიდაშელი, რეჟისორი: ლევან ახობაძე.