რა ვითარებაში გაუჩინარდა 19 წლის ფეხბურთელი და რა გახდა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი – გამოძიება ოფიციალურ ვერსიაზე ჯერ ისევ არ საუბრობს. საქმეზე დაკავებულ პირებს კი ბრალი უკვე წარდგენილი აქვთ.
ძიება დაპირისპირების ორ ეპიზოდზე მიმდინარეობს – ნარეკვავი, სადაც წვეულება იყო და ცენტრალური მაგისტრალი. ნაწილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დანარჩენებს კი ძალადობას ედავებიან. დაკავებულთა უმრავლესობა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. საქმესთან დაკავშირებით, დღის ბოლომდე პროკურატურა განცხადების გავრცელებას გეგმავს.
თემაზე ხათუნა გაგნიძე მუშაობს და გახმაურებული საქმის დეტალებით პირდაპირ ეთერში გვიერთდება.