ევროვიზიის ქართველმა მონაწილემ ლივერპულში „M&S Bank არენაზე“ კიდევ ერთი რეპეტიცია გაიარა. სიმღერის კონკურსზე საქართველოს ხმა ირუ ხეჩანოვი 11 მაისს მეორე ნახევარფინალურ ტურში 23:00 საათზე, მე-11 ნომრად წარდგება. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ კონკურსზე, რომელსაც ყოველწლიურად 260 მილიონი ადამიანი უყურებს, ის გიგა კუხიანიძის სიმღერა ECHO-ს შეასრულებს. ირუს სცენოგრაფიაზე ცნობილმა ავსტრიელმა რეჟისორმა – მარტინ დიტმანმა იმუშავა, სასცენო კოსტიუმი კი მარიკა ქურდუბაძეს ეკუთვნის.