ევროპარლამენტის რეზოლუცია

ხვალ ევროპარლამენტში საქართველოზე ისაუბრებენ.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების მეექვსე სხდომა იგეგმება.

თანამშრომლობის გაღრმავების გარდა, დღის წესრიგშია უსაფრთხოების, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების და საოკუპაციო ზოლს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვის მომზადებული ახალი სამშვიდობო ინიციატივის განხილვა.

პარალელურად, ევროპარლამენტი აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე სპეციალური რეზოლუციის მისაღებად ემზადება. დოკუმენტი ივნისში უნდა დაამტკიცონ.