ევროპარლამენტის არჩევნების პირველი შედეგები ცნობილია – საფრანგეთის ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, კენჭისყრაში მარინ ლე პენის პარტიამ „ეროვნულმა გაერთიანებამ“ გაიმარჯვა, რის გამოც ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტი დაითხოვა და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ევროპარლამენტის არჩევნებში დამარცხდა გერმანიის კანცლერის პარტიაც. ეგზიტპოლის თანახმად, შოლცის გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა 14 პროცენტით.
გერმანიაში ხმათა 29,5%-ით პირველი ადგილი დაიკავა „კონსერვატიულმა პარტიამ“, 16,5%-ით მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თანამდებობა დატოვა ბელგიის მოქმედმა პრემიერმა.
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე ვრცლად ქეთი ჩოხელი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.