„ევროპამ უნდა აჩვენოს ძალა, ვინაიდან მხოლოდ ძალას მიიჩნევს რუსეთი არგუმენტად, ერთიანობა კი ამ ძალის ფუნდამენტია“, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ქმნის პირობებს ენერგორესურსების ფასის გასაზრდელად, რითაც ევროპაში არასტაბილურობის შექმნა სურს. მისივე თქმით, ევროპული სახლი არასდროს იქნება დასრულებული უკრაინის გარეშე და უკრაინისთვის მიუღებელია ევროკავშირის წევრობის ნებისმიერი ალტერნატივის მოძებნის მცდელობები. პრეზიდენტმა ევროკავშირს ასევე უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.