ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ამ თანხას უკრაინა 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინას დახმარება შეღავათიანი კრედიტის სახით გადაეცემა, რომლის ძირითად ნაწილს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დაფარავენ. კრედიტის გარანტიას კი ევროკავშირის ბიუჯეტი ან წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ. 18-მილიარდიანი დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.