თბილისში საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა და ინვესტიციები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა და ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი.
2020 წლის მონაცემებით, უნგრეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 4%-ით და ქართული პროდუქციის ექსპორტი უნგრულ ბაზარზე 20%-ით გაიზარდა. სხდომის დასასრულს ხელი მოეწერა საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეოთხე სხდომის ოქმს და ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და უნგრეთის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ.