ერთობლივი განცხადება 

12:25, 20.11.2026

„მსურველთა კოალიცია“ რუსეთს მოუწოდებს, ზამთრის განმავლობაში ენერგეტიკულ ზავს დათანხმდეს. გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერებმა ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობას გააგრძელებენ, რაც, მათი თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ლიდერებმა დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით მიზანმიმართული თავდასხმების გაძლიერება. განცხადებაში ხაზგასმულია უკრაინის უფლება, თავი დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. ლიდერებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ბრძოლის ველზე რუსეთის დანაკარგებზე. ისინი მხარს უჭერენ კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირ დიალოგს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აშშ და ევროპა.

მსგავსი