დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, კიბოს სკრინინგის საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონებში ეროვნული კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, კასპში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სოფელ დოესში კი ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის პერსონალისგან შემდგარი მობილური გუნდი მთელი დღის განმავლობაში სკრინინგულ კვლევებს ატარებს.
მოქალაქეებს შეუძლიათ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ისარგებლოს. კასპში შეხვედრა „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ ორგანიზებითა და მერიის, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებისა და ოჯახის ექიმების ჩართულობით გაიმართა.